1. პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.2. ტუტე მეტალები

1. ახსენით, რატომ ავლენენ ყველა ელემენტზე ნაკლებ ელექტროუარყოფითობას პირველი ჯგუფის მეტალები (ტუტე მეტალები)?

2. რა სახით არის გავრცელებული ბუნებაში ტუტე მეტალები?

3. რით განსხვავდება ლითიუმი ამავე ჯგუფის სხვა მეტალებისაგან?

4. ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის რომელი ელემენტის ანალოგიურ თვისებებს ამჟღავნებს ლითიუმი? რა ეწოდება ამ მსგავსებას?

5. რომელ მეტალს ემსგავსება ლითიუმი ნახშირბად(IV)-ის ოქსიდთან ურთიერთქმედების ხასიათით? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.

6. რომელ მეტალებთან არის მიღებული ლითიუმის შენადნობები? რა სპეციფიკური თვისებებით ხასიათდება ეს შენადნობები?

7. რომელი მეტალი წარმოქმნის თხევად შენადნობს კალციუმთან? რა გამოყენება აქვს ამ შენადნობს?

8. რომელი იზოტოპი წარმოიქმნება ლითიუმის ბირთვული გარდაქმნით? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის განტოლება.

9. როგორ ღებულობენ ტუტე მეტალებს მრეწველობაში? რატომ არ იღებენ მათ ტუტეების ელექტროლიზით?

10. რით არის განპირობებული ტუტე მეტალების სირბილე? როგორი კრისტალური სტრუქტურა აქვს მათ?

11. რა სპეციფიკურ თვისებას ავლენს პირველი ჯგუფის ზოგიერთი მეტალის ჰიდროქსიდი მყარ მდგომარეობაში ოზონთან მიმართებაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

12. სპეციფიკური ტიპის რომელ ლიგანდებთან წარმოქმნიან მდგრად კომპლექსნაერთებს ტუტე მეტალები?

13. რა გამოყენება აქვს ტუტე მეტალებს და მათ ნაერთებს? რომელი ნაერთები გამოიყენება ნერვული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისათვის?

14. რომელი ტუტე მეტალი გამოიყენება მუდვივი დენის წყაროს დასამზადებლად? რით გამოირჩევა ეს ელემენტი?

15. რა როლს ასრულებს ნატრიუმის და კალიუმის ნაერთები ადამიანის ორგანიზმში?

 

s